შაბათი, 2024-04-27, 11:36 PM
Welcome სტუმარი | RSS
Main Page | Register | Log in
Site menu
News topics
suratebi [6]
videoebi [11]
tamashebi [2]
musikebi [16]
pilmebi [1]
programebi [98]
Our survey
mogcont saiti?
სულ პასუხი: 146
Login form
News calendar
«  სექტემბერი 2007  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Search
Site friends
ramo.ucoz.com
საუკეთ
Main » 2007 » სექტემბერი » 14 » VASHLOVANI NATIONAL PARK
VASHLOVANI NATIONAL PARK
4:52 AM
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონის ტერიტორიაზე, თბილისიდან 175 - 200 კმ-ის დაშორებით.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნის თარიღად 1935 წელი ითვლება, ეროვნული პარკი კი 2003 წელს დაარსდა. ვაშლოვანის ნაკრძალის ფართობი შეადგენს 8480 ჰა-ს, ეროვნული პარკის – 25114 ჰა-ს.

ვაშლოვანის ეროვნული პარკის შექმნა განაპირობა ვაშლოვანის ნაკრძალის გარშემო არსებული ნაკლებად სახეშეცვლილი ეკოსისტემების განადგურების საშიშროებამ. აღნიშნული პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებდა როგორც ამ ეკოსისტემებს, ასევე ხელს უშლიდა ვაშლოვანის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც. ვაშლოვანის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის შექმნა ემსახურება არიდული ეკოსისტემის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების დაცვასა და აღდგენას. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების არსებობა ხელს უწყობს გარემოს მონიტორინგს, მეცნიერულ კვლევებსა და ეკოლოგიურ განათლებას.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები შემოსაზღვრულია მდ. ალაზნისა და მდ. იორის დეპრესიებით. აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რელიეფის მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში. აქაური კლიმატი ხასიათდება სიმშრალითა და სითბოს სიუხვით.

ვაშლოვანში არსებული ბუნებრივი პირობების სპეციფიკური ხასიათი განაპირობებს ორიგინალური ფლორის არსებობას. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ შეინიშნება. მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე სიმაღლის სხვაობის (ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის) მქონე რეგიონში, ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი: უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე. გარდა ამისა გამოიკვეთა ოთხი ინტრაზონური ტიპი: კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის, ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა.

სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება, აგრეთვე, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რეგიონის ცხოველთა სამყაროც. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი, უამრავი სახეობის მწერი და უმარტივესი (ამ უკანასკნელთა სრული სახეობრივი შემადგენლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია).

დაცული ტერიტორიების ფაუნა ყურადღებას იპყრობს როგორც სახეობათა მრავალფეროვნებით, ასევე მათი მნიშვნელობითაც. ამ ტერიტორიებზე ბინადრობენ ისეთი მსხვილი ძუძუმწოვრები როგორიცაა: დათვი, ფოცხვერი, მგელი, გარეული ღორი. მტაცებელი ფრინველებიდან აღსანიშნავია სვავი, ორბი და ბექობის არწივი. 2003 წლის შემოდგომაზე დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ნაკრძალში სახეობათა კონსერვაციის შენარჩუნების ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს წინააზიური ლეოპარდის ნაკვალევი. შემდგომში მოხერხდა ამ ცხოველის ფოტოების გადაღება.

ოთხმოციანი წლების ბოლომდე შეინიშნებოდა გადაშენების პირას მისული ჩლიქოსანი ცხოველი – ქურციკი, ცალკეული ინდივიდების სახით დღესაც გვხვდება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ზოლებიანი აფთარი. მდინარე ალაზანში, რომელიც იმავდროულად პარკის საზღვარსაც წარმოადგენს, გავრცელებულია: ლოქო, კობრი, შამაია და სხვა სახეობის თევზები.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის, აგრეთვე, სამი ბუნების ძეგლი. ისინი ფარდობითად მცირე ზომის ტერიტორიებზეა განლაგებული:
ჯუმას ყურე წარმოადგენს ალაზნის მეანდრას. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 150 ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყე, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ერთადერთი ბუნებრივი ადგილსამყოფელი.

არწივის ხეობა დედოფლისწყაროს შემოგარენში არწივის ხეობის მარცხნივ მდებარე კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის - კახეთის მაჩიტას (Campanula kachetica) და იშვიათი სახეობის ბალახოვნების (Globularia trichoscuntha და Galium pedemantanum) ერთადერთი ადგილსამყოფელია. აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ ტყეში, ვეებერთელა კირქვის მასივებზე გვხვდება იშვიათი წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalis), რომელიც საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ არის გავრცელებული. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც - შავი ყარყატი და ორბი. (სურათებისთვის იხილეთ ბმული.)

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია.იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, 620 მ ზღვის დონიდან, რომელიც სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული. (სურათებისთვის იხილეთ ბმული.)

Views: 1031 | Added by: ramo | Rating: 5.0/1 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Make a free website with uCozCopyright MyCorp © 2024